გზაჯვარედინი
გზაჯვარედინი არსებობს
-
1. რეგულირებული — სადაც არის შუქნიშანი
№4 -
2. არარეგულირებული — სადაც არაა შუქნიშანი
№6
არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესები
-
1. ვითვალისწინებთ პრიორიტეტის ნიშნებს: უპირატესობა აქვს მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას (ყვითელი რომბი)
№42 -
2. თანაბარმნიშვნელოვან სიტუაციაში არიან: თუ ორივე მთავარ გზაზეა, ან ორივე მეორეხარისხოვან გზაზეა. ასევე, თუ გზაჯვარედინზე არ დგას პრიორიტეტის ნიშნები — ამ შემთხვევაში უპირატესობა აქვს იმას, ვინც ტრაექტორიების გადაკვეთის წერტილში არის მარჯვნივ
№7 №49 №1 №89 -
3. თანაბარმნიშვნელოვან სიტუაციაში უპირატესობა აქვს ტრამვაის
№68
რეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესები
-
1. გავლის უპირატესობაა მწვანე მაშუქი სიგნალი მთავარ სექციაში. უთმობს ის, ვისაც აქვს მწვანე ისარი დამატებით სექციაში
№102 -
2. თანაბარმნიშვნელოვან სიტუაციაში არიან თუ ორივეს აქვს მწვანე მთავარ სექციაში, ან ორივეს აქვს მწვანე დამატებით სექციაში
№4 -
3. თანაბარ სიტუაციაში გავლის უპირატესობა აქვს იმას, ვინც ტრაექტორიების გადაკვეთის წერტილში არის მარჯვნივ
№115 -
4. თანაბარმნიშვნელოვან სიტუაციაში გავლის უპირატესობა აქვს ტრამვაის
№109 -
5. ნებისმიერ სიტუაციაში უპირატესობა აქვს სასწრაფოს ან ოპერატიულ მანქანას, თუ ჩართული აქვს ციმციმა და ხმოვანი სიგნალი. ხმოვანი სიგნალის გარეშე უპირატესობა არ აქვს!
№21 -
6. რეგულირებული გზაჯვარედინის გავლისას არ ვუყურებთ პრიორიტეტის ნიშნებს!!!
№126